კომპანია „სპეცკომფორტი“ დაარსდა 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებას, რომელიც მაღალი ხარისხისა და ინოვაციური დიზაინის ელემენტებით გამოირჩევა.
ჩვენი პროდუქციის მიმართ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნისა და დადებითი გამოხმაურების შედეგად, ძალიან მალე მცხეთის რაიონში, სოფ წეროვანში, აშენდა ახალი საწარმო, რომელიც 15,000 კვ.მ-ზე არის განთავსებული და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ეს გაფართოება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გავზარდოთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ისე მოცულობა.
ამჟამად „სპეცკომფორტი“ წარმოებს 80-ზე მეტი სახეობის ევროპული სტანდარტით ნაწარმ ვიბროპრესულ პროდუქტს. ჩვენს არჩევანში შედის სხვადასხვა ფერის, სისქისა და ფორმის ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილები, სამშენებლო ბლოკები, სანიაღვრე არხები და საგზაო ბორდიურები, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, გამძლეობის და ვიზუალური მხატვრულობის გათვალისწინებას ყველა პროექტში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს ჩვენს მომხმარებლების საჭიროებებს, არამედ ზრუნავს მათ კომფორტსა და გარემოს სილამაზეზე.
ჩვენი ხარისხი თქვენი კომფორტია!