სიახლეები

სპეცკომფორტი ოქროს ბრენდი 2025-ის გამარჯვებულია!

14 ივნისი

სპეცკომფორტი ოქროს ბრენდი 2025-ის გამარჯვებულია!

14 ივნისს გაიმართა Golden Brand 2025-ის დაჯილდოება, სადაც სპეცკომფორტი გახდა N1 ოქროს ბრენდი კატეგორიაში:
Vibrated Concrete Products / ვიბრირებული ბეტონის პროდუქტები
ჩვენი კომპანია უკვე მეორედ გახდა “ოქროს ბრენდის” ტიტულის მფლობელი. ჩვენთვის ეს არა მხოლოდ ტიტული, არამედ ვალდებულებაა, რომ მუდმივად ვაწარმოოთ ინოვაციური, გამძლე და სანდო პროდუქცია. 
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვენდო და აგვირჩია.
ჩვენი მიზანი იგივე რჩება - ვიყოთ თქვენი წარმატებული და მყარი მშენებლობის სანდო პარტნიორები!

სრულად
„სპეცკომფორტი“ 10 წლის

25 მაისი

„სპეცკომფორტი“ 10 წლის

25 მაისს, „სპეცკომფორტი“ 10 წლის გახდა!

უკვე ერთი ათწლეულია, ვქმნით მტკიცე საძირკველს ქართული ინფრასტრუქტურისთვის - ვაწარმოებთ ხარისხიან სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს, რომლებიც ათასობით სივრცეს აძლიერებს და ალამაზებს.

მადლობა თითოეულ პარტნიორს, თანამშრომელსა და მომხმარებელს, ვინც ჩვენთან ერთად ქმნის სანდო, გამძლე და ესთეტიკურ გარემოს

სრულად
საფასადე პროდუქცია

საფასადე პროდუქცია

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ "სპეცკომფორტის" უნიკალური ღობის ელემენტები, რომლებიც თქვენს ექსტერიერს ანიჭებს განსაკუთრებულობასა და სილამაზეს. ჩვენი პროდუქტები შექმნილია მაღალი ხარისხის მასალებით, რაც მათ გამძლეობასა და ვიზუალურ დახვეწილობას უზრუნველყოფს.

  • კოლონა – თანამედროვე და მყარი, რომელიც შესანიშნავად შეესაბამება ნებისმიერ ექსტერიერს.
  • კოლონის ქუდი – ესთეტიკური დეტალი, რომელიც კოლონას სრული და დასრულებული იერსახეს სძენს.
  • ფასადის ბლოკი – მრავალფუნქციური ელემენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სტილის ღობეებისთვის.
  • ფასადის ბლოკის ქუდი – ელეგანტური დასრულება ბლოკის სტრუქტურისთვის, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს.

ჩვენი ღობის ელემენტები განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს მოწესრიგებულ და დახვეწილ გარემოს. თითოეული დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ ექსტერიერი გამოიყურებოდეს ელეგანტურად, ფუნქციურად და, რაც მთავარია, ხანგრძლივად.

სრულად
პარტნიორობა  "სპეცკომფორტისა" და შპს "ლაკო-ჯორჯიას"

პარტნიორობა "სპეცკომფორტისა" და შპს "ლაკო-ჯორჯიას"

პს "სპეცკომფორტისა" და შპს "ლაკო-ჯორჯიას" შესრულებული პროექტები იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან თითოეული მათგანი წარმოადგენს სრულყოფილების, ხარისხისა და თანამედროვე ხედვის ნაზავს. ეს პარტნიორობა არამხოლოდ სანდო და გამძლე ინფრასტრუქტურას ქმნის, არამედ მფლობელებს აძლევს გარანტიას, რომ მათი გარემო ვიზუალურად მიმზიდველი და სტაბილური იქნება წლების განმავლობაში. თითოეულ პროექტში ჩადებული დეტალები და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მომხმარებელს სთავაზობს ხარისხს, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს და გამორჩეულს ხდის სივრცეს.

სრულად